მოშიმშილე ელენე ხოშტარიას დღეს სასწრაფო დახმარება მეორედ დასჭირდა

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან დღეს სასწრაფო დახმარების სამსახური მეორედ იყო. ექიმმმა პირველადი მონახულების დროს თქვა, რომ „დროას“ ლიდერს გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა და სასურველია, სტაციონარში გადავიდეს.

მისივე თქმით, ხოშტარიამ მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა.

უკვე დღეს საღამოს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლინიკაში გადაყვანაზე მოშიმშილემ უარი თქვა. მას სისუსტე და თავბრუსხვევა აქვს.

ელენე ხოშტარიას მოთხოვნა უცვლელია, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მრავალპროფილურ, სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში.

როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე

ექიმი: ელენე ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს