მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

მანამდე, პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ამავე თემაზე:

მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა

გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს