ნიკა მელია: 40 დღის ნაშიმშილარმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ზედამხედველს?

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ უპასუხა.

„რატომ უნდა დავუჯერო რატი ბრეგაძეს რაიმე საერთოდ?! მეორე - 40 დღის ნაშიმშილარმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ზედამხედველს? მაპატიეთ, ასე მალულად, ველურად იპარავენ პატიმარს ციხიდან, თავდაცვის მიზნით რომც მიეყენებინა შეურაცხყოფა, ვინმეს უნდა გაუკვირდეს?! ადამიანი მოიტაცეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან და დაამატა, რომ „ამდენი ადამიანი ღელავს და იმის ღირსი არ იყო საზოგადოება, რომ წინასწარ განცხადება გაეკეთებინათ?“.

ამავე თემაზე:

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მთავრობის ადმინსტრაციისკენ მიემართებიან