ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ქალმა მიიღო. პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა.
ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
ცნობისათვის, ბელარუსში დაპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.