ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. ორმოცი წლის წინ, 1980 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ის ნიუ-იორკში, დაკოტას საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდებოდა. ტომ ბრუკი იყო პირველი ბრიტანელი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსის სიკვიდილი გააშუქა.
„იქ ვიყავი, როდესაც ლენონი მოკლეს. ირგვლივ ყველა ტიროდა, ზოგი ცუდად გახდა“, - იხსენებს ჟურნალისტი. ლენონის მკველელობის შესახებ ხალხმა მალევე შეიტყო და მის სახლთან, ძალიან მალე, ვარსკვლავის გულშემატკივრები სანთლებით ხელში შეიკრიბნენ.
ჟურნალისტი მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და BBC-ს ცენტრალურ ოფისს მომხდარის შესახებ უამბობდა.
ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ტომ ბრუკმა ინტერვიუ ჩაწერა ჯონ ლენონის მეუღლესთან, იოკო ონოსთან. ჟურნალისტის თქმით, იოკო ჯერ კიდევ აწყმო დროში საუბრობდა ჯონ ლენონზე: „ის მკვდარი არ არის, ადამიანის მოკვლა მარტივი არ არის, მისი სული სამუდამოდ იცხოვრებს“.
მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა, როდესაც მიმდინარე წლის სექტემბერში, ციხიდან ვადამდე გათავისუფლების კომისიის წინაშე წარსდგა.
„ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა. მას ვადამდე გათავისუფლებაზე უარი მეთერთმეტედ ეთქვა.
ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, 40 წლის ასაკში მოკლეს.
2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი ლენონი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ დასახელდა. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს, ჯონ ლენონი შეყვანილია „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“, 1994 წელს კი, „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“.