ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა რუსეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო

.ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, ტრევორ რიდმა, რომელიც რუსეთში ცხრაწლიან პატიმრობას იხდის, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი უცხოურ მედიასთან ავრცელებს.

როგორც პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რუსულ ციხეში მისი უფლებები რამდენჯერმე დაირღვა. ამასთან, როგორც ოჯახი ამბობს, რიდის დაკავება თავიდანვე კანონის საწინააღმდეგოდ მოხდა.

ცნობისთვის, ამერიკის მოქალაქე ტრევორ რიდი 2019 წელს ნასვამ მდგომარეობაში რუსეთის დედაქალაქში პოლიციელებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს.