მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 703 ადამიანი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 1%-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა.

გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, დაინფიცირების შემთხვევების 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა კი 10 %-ით გაიზარდა.