რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის ბოლოს ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ შეხვედრას, ახალი წლის დასაწყისში კი, პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

„დეტალები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში ინფორმაციას გახმაურებას არ ჩქარობენ“, – აღნიშნავენ მედიაში.

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.