უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი განცხადება ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ისინი არავაქცინირებული არიან და სხვა ადამიანებს უქმნიან საფრთხეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ.

მისი თქმით, დღეს უკრაინის ეროვნულ პოლიციაში 2 500 ადამიანია ინფიცირებული.