ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

"ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა", - ამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელში ბავშვებს უახლოეს მომავალში ექნებათ საშუალება, კომპანია PFIZER-ის ვაქცინით აიცრან.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამთავრობო კოლეგიის 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაუჭირა მხარი.

სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 6.2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.