ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

"ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერმა წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შრი-ლანკაში წვიმას და მისგან გამოწვეულ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ხუთი მოქალაქე.

16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტამილნადუს შტატში. დაიტბორა შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

შტატში, სტიქიის გამო, ბევრი სკოლა და კოლეჯი დროებით დაიკეტა, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.