ავსტრია არავაქცინირებულებს ლოკდაუნს დაუწესებს

"ავსტრიას რამდენიმე დღე აშორებს იქიდან, რომ მილიონობით ადამიანს, ვინც COVID19-ის წინააღმდეგ სრულად არ არის ვაქიცნირებული, „ლოკდაუნი“ დაუწესოს", - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი სამარცხვინოდ დაბალია.

„რეალურად მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანებისთვის „ლოკდაუნს“ დავაწესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირი ვერ შეძლებს სახლიდან გასვლას, თუ ის არ მიდის სამსახურში, პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად", - აღნიშნა კანცლერმა.