რუსეთი მხარს უჭერს ბელარუსს იმ ფონზე, როდესაც ათასობით მიგრანტი ცდილობს, ევროკავშირში შესვლას. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პატრულირება აუცილებელია, როგორც პასუხი მიგრანტების კრიზისზე.
ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება.
„ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია საზღვარზე. დაე, იყვირონ, იყვირონ. დიახ, ეს არის ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ვნახოთ, რას აკეთებენ ისინი იქ, საზღვრებს მიღმა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე წაიკითხეთ: ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება
ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა
პოლონეთმა განაცხადა, რომ სულ მცირე შვიდი მიგრანტი დაიღუპა ერთთვიანი კრიზისის დროს. პოლონეთის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის მიგრანტებს არაადამიანურად ექცევა და არ აძლევს მათ უფლებას, მოითხოვონ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოება.
თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების საქმე ბელარუსის პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი ლეგალურად იმყოფებოდნენ მის ტერიტორიაზე და ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებაზე უარი თქვა.
რუსეთმა ევროკავშირი საზღვარზე არსებულ კრიზისსა და ბელარუსის „დახრჩობის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
კრემლმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადება, რომ მოსკოვს აქვს როლი ამ კრიზისის შექმნაში, უპასუხისმგებლოა და რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უთხრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რომ ევროკავშირმა კრიზისი უშუალოდ მინსკთან უნდა განიხილოს.
ცნობისთვის, პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს, რასაც თავად ეს ქვეყანა უარყოფს.
ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებში პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბოლო თვეების განმავლობაში იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ბელარუსიდან უკანონოდ შესვლას ცდილობენ. ბევრი მათგანი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ზარინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ არიან.
ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით