15 ნოემბერს ჯო ბაიდენი სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს, 15 ნოემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters- ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„ქვეყნების ლიდერები განიხილავენ მხარეთა შორის არსებული კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის გზებზე, ასევე ერთობლივი მუშაობის გზებზე, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაშია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

ფსაკის თქმით, ბაიდენი გამოიყენებს ამ შეხვედრას იმაზე ხაზგასასმელად, რომ მიესალმება ჩინეთთან არსებულ მკაცრ კონკურენციას, მაგრამ არ სურს კონფლიქტი.