ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: საქართველოში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ილვესი სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა დახარჯოს მისმა, ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში.

"მაგრამ მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტიზმებს შორის. როცა ირჩევენ "სტანის" გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ, ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?" , - წერს ტოომას ილვესი Twitter-ზე.