„ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, ინვესტორ კომპანია Enka-ს და ქართულ მხარეს შორის ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში, შეხვედრები კიდევ გაიმართება.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე:
ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს