ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროდეპუტატების დაინტერესების საგანს ამჯერად საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლი წარმოადგენს.

,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას. თავდასხმები მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , - აღნიშნულია განცხადებაში.

მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის გაცხადებებს ეცნობიან, მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

„ქალბატონი ნინო ლომჯარია, 2017 წლიდან, ძალისხმევას არ იშურებს და სამაგალითოდ ასრულებს თავის მოვალეობას ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის შესანარჩუნებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წერილის ავტორები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც მათი შეფასებით, საკუთარი მოვალეობების შესრულებით საქართველოს დასავლური გზის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითაც სარგებლობს.

,,ეჭვგარეშეა, მათ უნდა აქებდნენ და არა აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს

თეა წულუკიანი: სახალხო დამცველი არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ ვენდეთ ნინო ლომჯარიას

ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ