მინსკის ცენტრში პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

მინსკის ცენტრში, სადაც საპროტესტო არასანქცირებული აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა დაკავებები დაიწყეს. ინფორმაციას პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი ნატალია განუსევიჩი ადასტურებს.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, სად განხორციელდა დაკავებები და რამდენი ადამიანი დააკავეს.

გასული კვირა დღის მსგავსად, ბელარუსის ოპოზიცია დღესაც ცდილობს საპროტესტო აქციისა და საპროტესტო მარშის გამართვას დედაქალაქის ცენტრში.

დღევანდელი აქციის გამო, ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში რამდენიმე მეტროსადგური დაკეტა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.