სილვიუ დომენტე: მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% მედიკამენტებზე მოდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის და რეგიონული დირექტორის სილვიუ დომენტეს თქმით, მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

„გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი.

მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაო დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა.

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.