მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეუწყდათ

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.

კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 88-მა დეპუტატმა გაიარა. ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში კი, თანხმობა, ასევე, 79-მა დეპუტატმა დააფიქსირა და 2 წინააღმდეგი იყო.

ამავე თემაზე

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა

ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს