მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 230 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 48.1 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.