სიცილიაში ქარბორბალის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, კაცის საცხოვრებელი სახლიც სტიქიის ზონაში მოყვა. ამ ეტაპზე, სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
სტიქიას თან გადაუღებელი წვიმა დაერთო, რამაც კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დროებით დაიხურა სკოლები.
აღსანიშნავია, რომ წელს აგვისტოში სიცილიაზე ევროპის მასშტაბით რეკორდული სიცხე 48.8 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები უჩვეულოდ თბილ შემოდგომაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც შტორმების ფორმირებას განაპირობებს.