წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით, პროვინციაში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტიქიურმა უბედურებამ საავტომობილო და სარკინიგზო გზები ჩახერგა.
სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ათასობით ადგილობრივის გამოყვანას მაშველები და სამხედროები 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას მინიმუმ 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება.