გლდანის მე-18 დაწესებულებასთან პოლიციაა მობილიზებული

გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები,. პოლიციაა მობილიზებული.

ადგილზე არიან როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები.

ამ მოვლენებს წინ უძღვის ექსპრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმება. ის მე-18 დაწესებულებაში არსებულ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შედის. ახლა მასთან პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება.

ამავე თემაზე:

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, „მოსხლეტით წაიქცა“

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციაშია