ამერიკის ელჩის შეფასებით, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როდესაც მის მიერ გავრცელებული ცნობები ყოველთვის ზუსტი და მიუკერძოებელია.
კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი თავდასხმა ან ასეთი მცდელობა სახალხო დამცველის ოფისზე, მიუღებელია.
„სახალხო დამცველი და მისი გუნდი კონსტიტუციით განსაზღვრულ საქმიანობას ასრულებენ და ეს გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვას. ამას ის ძალიან მაღალპროფესიონალურ დონეზე, მიუკერძოებლად, ზუსტად აკეთებს. ზოგადად, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობაა არსებობს და სახალხო დამცველი და მისი გუნდი სწორედ ამას ავსებენ.
ისინი შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან და ჩვენ გვაქვს ნდობა მათი ანგარიშების თუ დასკვნების მიმართ. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, ვენდოთ. როგოც ადრე ვთქვი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კელი დეგნანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. თემაზე კომენტირებისას ამერიკის ელჩმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს.
მორიგი განცხადება ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს გააკეთა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“.
საპასუხოდ, სახალხო დამცველმა საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირება სთხოვა.
Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია