დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე: კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი

საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ვინც არ უნდა იყოს ის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული.

ხშირად არის ხოლმე, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ეს. მათ ინფორმაციის მიწოდების წყარო ძალიან ბევრი ჰყავთ - მათი ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც წლებია ურთიერთობა აქვთ“, - აღნიშნა ზალკალიანმა და დაამატა, რომ ეს ურთიერთობები ყალიბდება წლების განმავლობაში და ხანდახან სუბიექტივიზმშიც გადადის.

მოსმენის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი.

„მეუბნებით, რომ დასავლეთის კურსს გადავუხვიეთ და ის ხელოვნური კრიზისი, რა კრიზისშიც ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო შევიდა, ანტიდასავლური არ იყო?! - ასე ყოფნა არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ანტიდასავლურია, ანტიდემოკრატიულია ყველაფერი ის, რაც ხდება“, - განაცხადა მინისტრმა.

„ჩვენთვის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის შიგნით კრიზისის დაძლევას და გამოსავლის გზების ძიებას უკავშირდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უფლებები იყოს დაცული. ამიტომაც მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაწეული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, სპეციალური კონსილიუმი შეიქმნა, რომ მათ შორის მისი პირადი ექიმები ყოფილიყვნენ ჩართული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილიყო დაცული და არ მივსულიყავით რაღაც გაუთვალისწინებელ შედეგამდე.

სწორედ ამ კონტექსტში ვუყურებ პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ქვეყანა დეპოლარიზაციისკენ და დეესკალაციისკენ. როგორ შეიძლება ამდენი ხანი, წელიწადნახევარი ვიყოთ დიკუსიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან, ბოიკოტთან, არჩევნების შედეგების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. თუკი ქვეყანა გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა

ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს