საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვები წესდება

საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში აუცრელი ადამიანებს აღარ შეუშვებენ კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტდარბაზებში.

საბერძნეთის პრემიერის თქმით, დამატებითი შეზღუდვები აუცრელი ადამიანებისთვის იმიტომ წესდება, რომ წელს საბერძნეთში შობის დღესასწაული გაცილებით უკეთესად აღინიშნოს, ვიდრე შარშან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში COVID19-ის 7 805 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.