"მივესალმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ცნობების და მისი შიმშილობის დასრულებას", - ამის შესახე სენატორი ჯინ შაჰინი twitter-ზე წერს და აქვეყნებს სენატორ რიშთან, სენატორ ჯონსონთან და სენატორ კარდინთან ერთად ხელმოწერილ განცხადების ტექსტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე მომზადდა.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო პროცესებზეც, რომლებზე დასწრების საშუალებასაც მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ.
„ჩვენ ახლოს ვაკვირდებით პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას და მისადმი მოპყრობას, რაც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სააკაშვილი, რომ მისი დაბრუნება საქართველოში გააძლიერებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, იგი, როგორც ყველა დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც ელის მის სასამართლოს, იმსახურებს ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ჩვენ გვაწუხებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება", - წერს ჯინ შაჰინი.