ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში COVID19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.
აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ შვიდი ადამიანია დაშავებული, სულ მცირე 20 კი პოლიციამ დააკავა.
აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კოვიდპასპორტის შემოღებას და ახალი წლის ღამეს ე.წ. ფოიერვერკების სროლის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.