"აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილის შეჭრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს, რადგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესში ვართ,“- აცხადებენ უოკეშოშის პოლიციის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი წითელი ფერის „ჯიპი“ უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში შევარდა.