ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ბელარუსს არ სურს პოლონეთთან კონფრონტაცია, თუმცა მოუწოდებს ევროკავშირს, 2 000 მიგრანტი შეიფაროს.
“ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოლონელებს, რომ არ ვართ ბარბაროსები, რომ არ გვინდა დაპირისპირება. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა. ეს მშვენივრად გვესმის. არ გვინდა რაიმე სახის გამწვავება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.