ჩეხეთში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

Reuters-ის ცნობით, დღეიდან ჩეხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ. დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ან ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს შეეძლებათ.

გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა და საავადმყოფოების გადავსების გამო, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობასაც განიხილავს. შეზღუდვების გამკაცრების გამო, საღამოს პრაღაში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ამასთან, ჩეხეთთან ერთად, არავაქცნირებული მოქალქეებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა სლოვაკეთშიც.