"ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.