ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო მონაცემებით, ისრაელის 9,4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1,2 მილიონს ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში COVID19-თ ინფიცირების 1,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.