"ნიდერლანდებში, დღეიდან, სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება", -ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ნიდერლანდებში, 18 წლის და უფროსი ასაკის პირები ვალდებულები იქნებიან, ერთმანეთისგან 1.5 მეტრიანი დაშორებით იმყოფებოდნენ. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
ნიდერლანდებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 13 ნოემბერს სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.