"მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.
ამასთან, COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში.