მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა

"ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ექვსი სამხედრო", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით სირიის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ ჰომსზე განხორციელებული თავდასხმა მოიგერია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მატერიალური ზარალიც მოჰყვა.