ბაიდენის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე ტაივანიც მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა ჩინეთის გაბრაზება გამოიწვიოს, რადგან ის ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაზე 110 მონაწილეა მიწვეული, მათ შორისაა საქართველო. დემოკრატიის სამიტში, რომელსაც ჯო ბაიდენი გამართავს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას.