გაეროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს

გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს. გაერო-ს განვითარების პროგრამის მოხსენების თანახმად, დაღუპულთა 70 პროცენტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იქნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაცვალების 60 პროცენტი იქნება არაპირდაპირი მიზეზების შედეგი, როგორიცაა შიმშილი და პრევენციული დაავადებები, დანარჩენი პირდაპირი მიზეზის შედეგი, როგორიცაა ფრონტის ხაზის ბრძოლები და საჰაერო იერიშები.

ცნობისთვის, იემენი კონფლიქტშია ჩაფლული 2014 წლიდან, როდესაც „ჰუსიტების“ მეამბოხე მოძრაობამ დაიპყრო ქვეყნის ჩრდილოეთი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სანა, როდესაც მთავრობა გაიქცა. 2015 წლის მარტში არაბული ქვეყნების კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ჩაერია ომში ხელისუფლების აღდგენის მიზნით.