იტალიის მთავრობამ, COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
მედიის ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც ვაქცინაციის, ან COVID19სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ.
ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილებით, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის.