სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მთავრობა ქვეყანაში მოკლევადიანი ლოკდაუნის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე -ღამეში სლოვაკეთში COVID19-ის 10 315 შემთხვევა აღირიცხა.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის სლოვაკეთი ყველა დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის 45 პროცენტი.