საფრანგეთში, COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება

საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, COVID19-ს გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულაციები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უცხოური მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლლივიე ვერანის განცხადებით, დადგენილებაში ცვლილებები შევა ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 65 წელს გადაშორებული ადამიანებისთვის მწვანე პასპორტი ძალაში აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული.

15 იანვრიდან კი ცვლილება გავრცელდება ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე გავრცელდება.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 7 483 282 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი