ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი COVID19-ის ახალი ვარიანტის გამო, საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“.
ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ახალ შტამს უამრავი მუტაცია აქვს. სპეციალისტები მას შემაშფოთებელ ვარიანტად განიხილავენ.
ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს.
ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ.