მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის დროს სამი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ გუაიამაში მოხდა.

მსხვერპლთა შორის არის ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

გარდაცვლილი მამაკაცები ქალაქის მერის პირადი მცველები იყვნენ, ხოლო ქალი აქციის მონაწილე.

გუაიამაში გამართული აქცია ერთ-ერთი იყო იმ დემონსტრაციებს შორის, რომლებიც მექსიკის სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა.