ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო გახდა

კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა.

"კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა შემდეგ დაწესებულებებში შესასვლელად: სასტუმროები; ბარები და რესტორნები (დახურული სივრცე);- სპორტული დარბაზები და ცენტრები; მოხუცთა სახლები; ღამის კლუბები; მუსიკალური ფესტივალები (დახურული სივრცე); ღონისძიებები და დღესასწაულები, რომელიც ტარდება სასტუმროებისა და რესტორნების დახურულ სივრცეში;ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში", - ავრეცლებს საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში.