აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო და უკრაინა NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან.