რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ტყვია-წამლის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არის დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მოიპოვება, მიაჩნიათ სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეხანძრეთა ქვედანაყოფები.
ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აფეთქებების ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ქარხნის პროდუქციის მესამედს შეადგენს თავდაცვითი პროდუქცია, დანარჩენს - ძირითადად სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები და საწარმოო ქიმია.