გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

COVID19-ის ახალი შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს.

როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია.

თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება „ომიკრონით“ დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.