აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა.

რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ში ყველა ზრდასრულმა „უნდა“ გაიკეთოს ვაქცინის დამატებითი დოზა. მანამდე, უწყების რეკომენდაციის თანახმად, ყველა ზრდასრულს „შეეძლო“ "ბუსტერდოზის" გაკეთება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვა გავრცელა, რომელშიც მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ და "ბუსტერდოზების" გაკეთებისკენ მოუწოდა.