აზერბაიჯანში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყების ცნობით, შვეულმფრენი მანევრების დროს ხიზის რაიონში მდინარე ქარაჰიბათის აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა.

უწყების წინასწარ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, მაგრამ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება და გენერალური პროკურატურა ერთობლივად იძიებენ.